„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 ივნისის №415 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 ივნისის №415 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.017609
1125
31/10/2025
ვებგვერდი, 03/11/2025
010340020.22.027.017609
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 ივნისის №415 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1125

2025 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 ივნისის №415 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 ივნისის №415 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010340020.22.027.016913) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციური კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

დეპარტამენტი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №18.“;

დ) მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომ – დაწესებულება) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვა და ამ მიზნით, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებების შესაბამისად, მათი დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;“;

ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულებია:

ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტები (სამმართველოები);

ბ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების (შემდგომ – სამკურნალო დაწესებულება) სამედიცინო ნაწილი, რომელშიც შედის:

ბ.ა) აფთიაქი;

ბ.ბ) სასტერილიზაციო ბლოკი;

ბ.გ) მიმღები განყოფილება;

ბ.დ) თერაპიული განყოფილება;

ბ.ე) ფსიქიატრიული განყოფილება;

ბ.ვ) ლაბორატორიის განყოფილება;

ბ.ზ) სტომატოლოგიური კაბინეტი;

ბ.თ) ინფექციურ დაავადებათა მართვის განყოფილება;

ბ.ი) რეზისტენტული და სენსიტიური ტუბერკულოზის განყოფილება.“;

ვ) მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბრალდებულთათვის და მსჯავრდებულთათვის სპეციალიზებული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების ორგანიზებას სამკურნალო დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში;“;

ვ) მე-12 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის:

ვ.ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანების შესაბამისად;“;

ვ.ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კანონმდებლობით დადგენილი სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ხორციელდება ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიწოდება.“;

ვ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“;

ზ) მე-13 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტის:

ზ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ანტიტუბერკულოზური მკურნალობის გაწევას;“;

ზ.ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაწესებულების სამედიცინო ნაწილის სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებისათვის წარდგენას;“;

ზ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი ამავდროულად არის სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი სამედიცინო დარგში ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მართლწესრიგის, უსაფრთხოების და ადმინისტრირების დარგში – სამკურნალო დაწესებულების დირექტორს.

4. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დარგის მიხედვით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წინაშე.“;

ზ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ სამკურნალო დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება სამკურნალო დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“;

თ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ დირექტორს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საჭიროებათა და აუცილებლობის შესახებ;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, გენერალურ დირექტორს წარუდგენს დეტალურ ანალიზს წინა თვის განმავლობაში დაწესებულებებში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;“;

კ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის და გენერალური დირექტორის წინაშე.“;

მ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული დეპარტამენტის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მოსამსახურეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია