,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 119/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018754
119/ნ
31/10/2025
ვებგვერდი, 03/11/2025
430110000.22.022.018754
,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №119/ნ

2025 წლის 31 ოქტომბერი

ქ.თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №100/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/09/2025, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.018735) დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების“ მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოსა და ტექნიკური უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინვენტარით უზრუნველყოფის სამმართველოს, ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოსა და შესყიდვების სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;“;

ბ.ბ) ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე