„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის N42-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 62-80
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.101.017368
62-80
24/10/2025
ვებგვერდი, 27/10/2025
020080160.35.101.017368
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის N42-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62-80

2025 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №42-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №42-56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 15/07/2024, სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.101.017235) და:

ა) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნტებით დამტკიცებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის“ (დანართი №1):

ა.ა)  მე-3 მუხლის:

ა.ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, თანამშრომელი უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება სამოქმედო ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე. თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.“;

ა.ა.ბ) მე-8 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ბ.ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი ან/და სხვა დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტის ან/და სხვა დოკუმენტის არსებობისას  მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება ან/და შეადგინა შესაბამისი დოკუმენტი.“;

ა.ბ) მე-4 მუხლის:

ა.ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, თანამშრომელი უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება სამოქმედო ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე. თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.“;

ა.ბ.ბ) მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი ან/და სხვა თანდართული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სტატუსი/ხელმოწერა; ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტის ან/და სხვა დოკუმენტის არსებობისას  მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება ან/და შეადგინა შესაბამისი დოკუმენტი.“;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული – საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

) დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული – ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) დამტკიცდეს კონფისკაციის აქტი – დანართი №8 თანდართული რედაქციით;

ე) დადგენილების მე-2 მუხლს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) კონფისკაციის აქტი – დანართი №8-ის შესაბამისად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე