ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთის სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთის სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016466
20
28/10/2025
ვებგვერდი, 29/10/2025
010250050.35.136.016466
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთის სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2025 წლის 28 ოქტომბერი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთის სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 153მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევათა საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე



დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთის სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი

მუხლი 1
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) (შემდგომში – ქონება) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურები.
2. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) (შემდგომში – ქონება) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 2
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონება ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება.
2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებისათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
2. ქონების მიმღებს ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღებისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი (თანამშრომელი).