„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.025369
475
24/10/2025
ვებგვერდი, 24/10/2025
390000000.10.003.025369
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №475

2025 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18  მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“:

1. 61- მუხლის 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. ამ წესის მე-60 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობისას, გარდა მე-60 მუხლის 11 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისა, თუ ტერიტორია მოიცავს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიას, განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური ტყითსარგებლობა შეთანხმებულ უნდა იქნეს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.“.

2.  დანართ №4-ის მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4

ტყეკაფის მონიშვნა, მერქნული რესურსის აღრიცხვა ან/და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი მცენარეების რაოდენობისა და სახეობის გადამოწმება

 

4.1

ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა) ან/და მერქნული რესურსის აღრიცხვა (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ)

აღრიცხული მერქნული რესურსის ერთი მ3-სთვის − 3 ლარი

მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

ერთი კვადრატული მეტრი ფართობის შესწავლისთვის − 0.1 ლარი

4.2

საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი მცენარეების რაოდენობისა და სახეობის გადამოწმების მიზნით, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული  მერქნიანი მცენარეების ამოღებაზე თანხმობის მოპოვებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მერქნული რესურსის აღრიცხვის მასალების შესწავლა/გადამოწმება სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ

ყოველ ერთ მ3-მდე მერქნული რესურსისთვის − 10 ლარი

 

მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

შენიშვნა: სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ აღრიცხული მერქნული რესურსის შესწავლის/გადამოწმების, საჭიროების შემთხვევაში, მე-4 გრაფის 4.2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის საფასური არ გადაიხდევინება მის სამოქმედო ტერიტორიაზე.“.

“.       

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე