„საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 473
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.025367
473
24/10/2025
ვებგვერდი, 24/10/2025
310150000.10.003.025367
„საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №473

2025 წლის 24 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2022, 310150000.10.003.023563) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.

3. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.

4. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე –  კომისიის წევრი.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.

6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.

7. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი.

8. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი.

9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი – კომისიის წევრი.

10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი.

11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი.

12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

13. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ორგანიზებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე