„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ"

  • Word
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 15/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.232
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
248
12/09/2006
სსმ, 127, 15/09/2006
220.090.000.18.011.009.232
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/09/2006 - 07/02/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.232

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №248

2006 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და 73-ე მუხლების და ,,მიკროსაფინანოს ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

რ. გოცირიძე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (შემდგომში – მისო) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

2. ამ წესის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში გაატარებს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო სამსახურის მიერ დარეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სახეობა და საფირმო სახელწოდება შეესაბამება ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“, ასევე ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონებით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 2. მისოს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობები

1. მისოს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის აუცილებლი პირობებია:

ა) ფულადი სახით განაღდებული საწესდებო კაპიტალი იყოს არანაკლებ 250000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) უნდა აკმაყოფილებდეს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2. მისო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს რეგისტრაციის თაობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

    მუხლი 3. შუამდგომლობა რეგისტრაციაზე თანხმობის მიღების შესახებ

1. მისოს რეგისტრაცია ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) საფირმო სახელწოდებას;

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

ე) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობას.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) საგადასახადი ორგანოში რეგისტრირებული წესდებისა და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობით შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) დოკუმენტები სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მისი თავმჯდომარის არჩევისა და დირექტორების დანიშვნის თაობაზე;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა დირექტორთა ნასამართლობის არქონის შესახებ;

ე) დირექტორების ხელწერილი ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

ვ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის, ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება მისო.

3. მისოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოცემს ადმინისტრაციულ აქტს რეგისტრაციის ან მასზე უარის თაობაზე. ადმინისტრაციული აქტის ერთი პირი ეგზავნება განმცხადებელს.

4. რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციული აქტში აღინიშნება: მისოს საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს მისოს რეესტრს, რომელშიც შეიტანება მონაცემები ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის), ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის თაობაზე, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების სახელი და გვარი.

    მუხლი 4. ცვლილებების რეგისტრაცია

1. მისოს დასახელების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ცვლილებების შემთხვევაში, მისო ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში სათანადო ცვლილებები შეიტანოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეესტრში.

3. საქართველოს ეროვნულ ბანკში მისოს რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შესატანად გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტი.

    მუხლი 5. მისოსათვის რეგისტრაციის გაუქმება

1. მისოსათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გამოცემს ადმინისტრაციულ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი და საფუძველი. მათ შორის:

ა) მისოს წერილობითი განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად დეპოზიტების მიღება იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;

გ) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ საბუთებში აღმოჩენილი სიყალბე;

დ) თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ იგი არღვევს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

ე) საგადასახადო ორგანოს შეტყობინება სამეწარმეო რეესტრიდან მისი ამოღების თაობაზე;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა.

    მუხლი 6. საქართველოს ეროვნული ბანკის ვალდებულებები მისოს რეგისტრაციასთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციას ახდენს თანდართული ფორმის უწყებრივ რეესტრში, რომელშიც ასევე შეაქვს ინფორმაცია მათთვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

 

 


 

დანართი №1

 

რ ე ე ს ტ რ ი

საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის თაობაზე

 

№№

საფირმო სახელწოდება და ორგანიზა-ციულ-სამართლებ-რივი ფორმა

ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალი

რეგისტრაციის თაობაზე სებ-ის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის

იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელი და გვარი

დირექ-ტორების სახელი და გვარი

რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სებ-ის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის

რეგისტრაციის გაუქმების მიზეზები

ნომერი

თარიღი

ნომერი

თარიღი