„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016774
28
24/10/2025
ვებგვერდი, 27/10/2025
010250050.35.122.016774
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2025 წლის 24 ოქტომბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016418;  05/12/2017)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა და მთავრდება მომდევნო არჩევნებზე აღნიშნული მომენტის დადგომის დროს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულის მე-13 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. დადგენილებით დამტკიცებული მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების  ვადამდე შეწყვეტის საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“

6. დადგენილებით დამტკიცებული მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება მოქმედ საკრებულოს.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საკრებულოს პირველი სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა“.

9. დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს საკრებულოს წევრობის შეუთავსებლობის შემთხვევებს, ადგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონიერების შესახებ და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.“

10. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 45-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირველი მორიგი სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს აპარატის უფროსი (აპარატი), რომელსაც (ან კორექტირებულ ვარიანტს) ამტკიცებს პირველი სხდომა.

2. ფრაქციების შექმნისთანავე საკრებულოს აპარატი შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.“.

12. დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 352 მუხლი:

მუხლი 352. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა:

2029 წლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, რეგლამენტის 35-ე მუხლით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 93-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი