„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025365
471
21/10/2025
ვებგვერდი, 29/10/2025
040030000.10.003.025365
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №471

2025 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“„უ“ ქვეპუნქტები:

„ს) „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართულებით გაწეული  მომსახურების საფასური“ (დანართი №19);

ტ) „ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გაწეული  მომსახურების საფასური“ (დანართი №20);

უ) „ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით გაწეული  მომსახურების საფასური“ (დანართი №21).“.

2. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის №19 − №21 დანართები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი №19

 

 

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართულებით გაწეული მომსახურების საფასური

        ფასიანი მომსახურების საფასურის  სახეები                   მომსახურების ვადა და საფასური


კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღება

30-ე კალენდარული დღე  − 100 ლარი;

მე-20 კალენდარული დღე  −  200 ლარი;

მე-10 კალენდარული დღე − 400 ლარი

ნარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება

 

მე-15 სამუშაო დღე  −  50 ლარი;

მე-7 სამუშაო დღე  − 100 ლარი

წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის წინასწარი დამუშავების საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება;

ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობისა და ოპერირების საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება

მე-15 სამუშაო დღე  −  100 ლარი;

მე-7 სამუშაო დღე  − 200 ლარი

 

50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ოპერირების საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება;

არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ოპერირების საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება;

წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენის/განთავსების საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება

 

მე-15 სამუშაო დღე − 250 ლარი;

 

მე-7 სამუშაო დღე  − 500 ლარი

წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენის ან/და განთავსების საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება;

წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენის/განთავსების (გარდა წინასწარი დამუშავებისა) საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება

 

10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობის საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღება;

შენიშვნა: წინამდებარე გრაფა ვრცელდება იმ საქმიანობაზე, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას.

მე-15 სამუშაო დღე − 500 ლარი;

 

 

მე-7 სამუშაო დღე  − 1000 ლარი

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

იმპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში:

30-ე კალენდარული დღე − 500 ლარი;

მე-10 სამუშაო დღე − 1000 ლარი;

მე-5 სამუშაო დღე  −  2000 ლარი;

ექსპორტის შემთხვევაში:

30-ე კალენდარული დღე  −  1500 ლარი;

მე-10 სამუშაო დღე  −  3000 ლარი

მგვ ორგანიზაციის ავტორიზაციაზე/ ავტორიზაციის ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღება

2000 ლარი (თითოეული მიმართულება)

ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის ექსპორტისა და ტრანზიტის თანხმობის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

მე-15 სამუშაო დღე − 250 ლარი;

მე-7 სამუშაო დღე  − 500 ლარი

 

 

შენიშვნა:  თუ  მომსახურების  გაწევის  ვადის  ბოლო  კალენდარული  დღე  ემთხვევა  უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.

 

დანართი №20

ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გაწეული მომსახურების საფასური

 

ფასიანი მომსახურების საფასურის სახეები

მომსახურების ვადა და საფასური

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

20  კალენდარული   დღე   −   100 ლარი

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

 

 

 

30  კალენდარული  დღე  −  150 ლარი

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ  სისტემაში  გამოყენების ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

 

30-ე კალენდარული დღე    100 ლარი;

მე-10 სამუშაო დღე  −  200 ლარი;

მე-5 სამუშაო დღე  −  400 ლარი

 

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანზიტზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

30-ე კალენდარული დღე    100 ლარი;

მე-10 სამუშაო დღე  −  200 ლარი;

მე-5 სამუშაო დღე  −  400 ლარი

სამეცნიერო მიზნით თევზჭერაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

100 ლარი

 

სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის (გეგმის ცვლილების) დამტკიცებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

500 ლარი

 

თევზსამეურნეო მეურნეობის მართვის გეგმის (გეგმის ცვლილების) დამტკიცებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

500 ლარი

 

შენიშვნა:  თუ  მომსახურების  გაწევის  ვადის  ბოლო  კალენდარული  დღე  ემთხვევა  უქმე

(სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.

 

დანართი №21

ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით გაწეული მომსახურების საფასური

 

ფასიანი მომსახურების საფასურის სახეები

 

„ოზონის  შრის  დამშლელ  ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987   წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების/მაცივარაგენტების იმპორტის,  ექსპორტის,  რეექსპორტისა  და ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან/ გადაცემასთან/ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

 

მომსახურების ვადა და საფასური

 

 მე-20 კალენდარული დღე   100 ლარი;

 

მე-10 სამუშაო დღე  −  200 ლარი;

 

 მე-5 სამუშო დღე  −  400 ლარი.

 

შენიშვნა:  თუ  მომსახურების  გაწევის  ვადის  ბოლო  კალენდარული  დღე  ემთხვევა  უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.“.