საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 07/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 29/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000070.02(0).001.000020
559
07/09/1995
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 29/09/1995
000000070.02(0).001.000020
საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №559

1995 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნის შესახებ

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკაში შრომის დაცვის სახელმწიფო სისტემის სრულყოფისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შექმნას სამინისტროსთან არსებული შრომის დაცვის საზედამხედველო ორგანო - შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველო.

2. შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს დაფინანსება 1996 წლის პირველ იანვრამდე როგორც გამონაკლისი, განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაზღვევისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.

3. შრომის სახელწმიფო ინსპექციის სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო ერთეულები განსაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

შტატების დაკომპლექტება ძირითადად განხორციელდეს დარგობრივი პროფკავშირების შრომის ტექნიკური ინსპექტორებით და რწმუნებული ექიმებით.

4. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ,  საქართველოს რესპუბლიკის ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან შეთანხმებით დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დაამტკიცოს შრომის ნორმატიული საკანონმდებლო აქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას.

5. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით შეწყდეს რესპუბლიკის პროფესიულ კავშირებში არსებული შრომის ტექნიკური ინსპექტორებისა და რწმუნებული ექიმების საშტატო ერთეულების დაფინანსება რესპუბლიკის სოციალური დაზღვევისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                        ო. ფაცაცია