დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 1970 წლის 1 სექტემბრის „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ შეთანხმებასთან“ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 539 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 29/09/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000440.02(0).001.000014 |
|
1970 წლის 1 სექტემბრის „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ შეთანხმებასთან“ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
|
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება იმის შესახებ, რომ საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს 1970 წლის 1 სექტემბრის შეთანხმებას „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ“. 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს ზემოაღნიშნულის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები