დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016572 |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2.
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 აგვისტოს №23 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (გამოქვეყნების თარიღი: 27.08.2024, სერეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016543). |
მუხლი 3.
|
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა
|
მუხლი 1. პრობლემის განსაზღვრა
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში, როგორც საერთოდ მთის სოფლების მოსახლეობის უმეტესობა თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა, კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან. 2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო მიმოსვლა. მუხლი 2. პროგრამის მიზანი 1. მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა. მუხლი 3. პროგრამის არსი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაბა თიანეთისაკენ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების შესყიდვას. 2. მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით: ა) სოფ. ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი –სოფ. ხოფცა – დაბა თიანეთი; ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დაბა თიანეთი; გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დაბა თიანეთი; დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო- დაბა თიანეთი; ე) დაბა თიანეთის შიდა მარშრუტი – სოფ ჟებოტა– სოფ. ლელოვანი; ვ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დაბა თიანეთი; ზ) სოფ. ღულელები – სოფ. სიმონიანთხევი – დაბა თიანეთი; თ) დ. სიონი - სოფ. ბოჭორმა – დაბა თიანეთი; ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ. ალოტი – დაბა თიანეთი; კ) სოფ. წიკვლიაანთკარი – სოფ. ტუშურები – სოფ. ალაჭანი – დაბა თიანეთი; ლ) სოფ. ჩაბანო-სოფ. ახალსოფელი - დაბა თიანეთი; მ) სოფ. დორეულები - სოფ. ღულელები; ნ) სოფ. ომარაულები - დაბა სიონი; ო) დაბა თიანეთი – სოფ. ხევსურთსოფელი – სოფ. სიმონიანთხევი – სოფ. ღულელები – სოფ. ნაქალაქარი – დ.სიონი; 3. მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით უნდა შეადგენდეს არაუმეტეს: ა) სოფ. ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი – სოფ. ხოფცა – დაბა თიანეთი – 0,30 ლარისა; ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დაბა თიანეთი – 0,50 ლარისა; გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დაბა თიანეთი – 0,50 ლარისა; დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო – დაბა თიანეთი – 0,50 ლარისა; ე) დაბა თიანეთის შიდა მარშრუტი – სოფ. ჟებოტა – სოფ. ლელოვანი – 0,20 ლარისა; ვ) სოფ. ღულელები – სოფ. სიმონიანთხევი – დაბა თიანეთი – 0,70 ლარისა; ზ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დაბა თიანეთი – 0,70 ლარისა; თ) დაბა სიონი – სოფ. ბოჭორმა – დაბა თიანეთი – 1,0 ლარისა; ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ. ალოტი – დაბა თიანეთი – 0,30 ლარისა; კ) სოფ. წიკვლიაანთკარი – სოფ. ტუშურები – სოფ. ალაჭანი – დაბა თიანეთი – 0,30 ლარისა; ლ) სოფ. ჩაბანო – სოფ.ახალსოფელი – დაბა თიანეთი – 0 ლარისა; მ) სოფ. დორეულები – სოფ. ღულელები – 0,20 ლარისა; ნ) სოფ. ომარაულები – დაბა სიონი – 0,30 – ლარისა; ო) დაბა თიანეთი – სოფ. ხევსურთსოფელი – სოფ. სიმონიანთხევი – სოფ. ღულელები – სოფ. ნაქალაქარი – დ.სიონი – 1,0 ლარისა. მუხლი 4. პროგრამის განხორციელების ვადა მოქმედებს 2026 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 5. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება 363000 (სამას სამოცდასამი ათასი) ლარით. მუხლი 6. პროგრამის განხორციელების შედეგი პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დაბა თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ-სოციალურ ცენტრთან რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები