„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 469
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025363
469
21/10/2025
ვებგვერდი, 22/10/2025
360160000.10.003.025363
„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №469

2025 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 360160000.10.003.019209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ეს წესი ვრცელდება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებზე:

ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება;

ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;

გ) წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის წინასწარი დამუშავება;

დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;

ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება;

ვ) წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება.

2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას:

ა) წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება;

ბ) წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა);

გ) 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით, ვებგვერდზე (www.wms.mepa.gov.ge) შესაბამისი განაცხადის ფორმის ელექტრონულად შევსებისა და გაგზავნის გზით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. განმცხადებელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, განცხადებით მიმართოს სააგენტოს საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით 2026 წლის 1 სექტემბრამდე (განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია, განხორციელდეს  ელექტრონული ფოსტის (info@nea.gov.ge) მეშვეობით). 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაცია

1. 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს იმ ღონისძიებათა აღწერილობა, რომელთა მეშვეობითაც თავიდან იქნება აცილებული გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე  მავნე ზემოქმედება.

2. არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ობიექტის აღწერილობა, რომლითაც დასტურდება, რომ ობიექტი აკმაყოფილებს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

3. 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს სკრინინგის გადაწყვეტილება და ობიექტის აღწერილობა, რომლითაც დასტურდება, რომ ობიექტი აკმაყოფილებს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

მუხლი 7. წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაცია

წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს ნარჩენების წინასწარი დამუშავების ოპერაციის ტიპის  (ტექნიკური პროცედურები), ასევე დამუშავებული ნარჩენებისა და დამუშავების შემდეგ დარჩენილი საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენების აღწერილობა, ამ წესის დანართ №2-ის შესაბამისად.“.

4. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 − 83 მუხლები:

მუხლი 81. წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება

წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენის/განთავსების საქმიანობის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ბ) ობიექტის იურიდიული მისამართი და საქმიანობის განხორციელების ადგილი;

გ) საქმიანობის დეტალური აღწერა;

დ) დასამუშავებელი ნარჩენების კოდი, დასახელება და რაოდენობა;

ე) აღდგენის/განთავსების ოპერაციის კოდი;

ვ) ობიექტის წარმადობა და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა;

ზ) ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყენებული/გამოსაყენებელი ტექნოლოგიის/დანადგარის შესახებ ინფორმაცია;

თ) ნარჩენების დროებითი განთავსების პირობების შესახებ ინფორმაცია;

ი) საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა (კოდი, დასახელება და რაოდენობა) და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია;

კ) დასაქმებული პერსონალის შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 82. წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება

წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენის ან/და განთავსების საქმიანობის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს სკრინინგის გადაწყვეტილება და საქმიანობის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ბ) ობიექტის იურიდიული მისამართი და საქმიანობის განხორციელების ადგილი;

გ) საქმიანობის დეტალური აღწერა;

დ) დასამუშავებელი ნარჩენების კოდი, დასახელება და რაოდენობა;

ე) აღდგენის/განთავსების ოპერაციის კოდი;

ვ) ობიექტის წარმადობა და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა;

ზ) ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყენებული/გამოსაყენებელი ტექნოლოგიის/დანადგარის შესახებ ინფორმაცია;

თ) სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მეთოდებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია;

ი) საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა (კოდი, დასახელება და რაოდენობა) და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია;

კ) დასაქმებული პერსონალის შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 83. წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა)

წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების აღდგენის/განთავსების (გარდა წინასწარი დამუშავებისა) საქმიანობის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს სკრინინგის გადაწყვეტილება და საქმიანობის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ბ) ობიექტის იურიდიული მისამართი;

გ) საქმიანობის დეტალური აღწერა;

დ) დასამუშავებელი ნარჩენების კოდი, დასახელება და რაოდენობა;

ე) აღდგენის/განთავსების ოპერაციის კოდი;

ვ) ობიექტის წარმადობა და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა;

ზ) ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყენებული/გამოსაყენებელი ტექნოლოგიის/დანადგარის შესახებ ინფორმაცია;

თ) ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მეთოდებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია;

ი) საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა (კოდი, დასახელება და რაოდენობა) და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია;

კ) დასაქმებული პერსონალის შესახებ ინფორმაცია.“.

5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. პასუხისმგებლობა

1. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად.

2. საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე