„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-673
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016946
2-673
30/10/2025
ვებგვერდი, 31/10/2025
010240030.22.023.016946
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის N 2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-673

2025 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №2-435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №2-435 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/06/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016511) დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს  ცვლილება და დებულების:

 1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წლის ბოლოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“

ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“-„ე3“ ქვეპუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ფორმით მომზადებას;

2) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინფორმაციის შინაარსის შემუშავებაზე;

3) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-4 -მე-5 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მედიასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების სამმართველო;

ბ) საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ღონისძიებების ორგანიზების სამმართველო.

 

მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. მედიასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ  მედიაკალენდრის მომზადება;

ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადებების, ფოტო და ვიდეო,  ტექსტური საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;

გ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ, ასევე სამინისტროს  გავრცელებული ინფორმაციის   მონიტორინგი და  დაიჯესტის მომზადება;

დ) ფოტო და ვიდეოგადაღება, მასალის დაარქივება;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში    მედიის წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა; ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება;

ვ) სოციალური ქსელების პლატფორმებზე სამინისტროს ოფიციალური გვერდების მართვა, ამავე პლატფორმებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების  ოფიციალური გვერდების მონიტორინგი;

ზ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მართვა, სისტემაში შემავალი უწყების ვებგვერდების მონიტორინგი;

თ) სოციალური ქსელებისთვის საიმიჯო და საინფორმაციო მასალების: ბანერი, ვიდეორგოლი/რილსი მომზადება.   

2. საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ღონისძიებების ორგანიზების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან გამოთხოვა, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

გ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და საჯაროობის, ასევე ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა;

დ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების სისტემატიზაცია და  ერთიანი რეესტრის წარმოება;

ე) სამინისტროს შიდა და გარე სტრატეგიული და ანგარიშგების დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;

ზ) ბეჭდური და ელექტრონული საინფორმაციო გამოცემებისთვის საინფორმაციო მასალების შეგროვება/მომზადების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი