დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.112.016577 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №15 დადგენილების (ვებგვერდი 11/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.016351) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნა შემდეგი სახის ცვლილებები:
|
1.
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 17 წევრისაგან.“. |
2.
მე-3 მუხლის მერვე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცება“. |
3.
რეგლამენტის XVII თავი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„XVII თავი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო მუხლი 118. საბჭოს შექმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს. მუხლი 119. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები საბჭოს შემადგენლობა, საქმიანობა, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საბჭოს დებულებით. მუხლი 120. საბჭოს დებულება საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები