„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 26 თებერვლის №2-212 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 26 თებერვლის №2-212 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-675
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016948
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-675
30/10/2025
ვებგვერდი, 31/10/2025
010240030.22.023.016948
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 26 თებერვლის №2-212 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/10/2025 - 11/11/2025)

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-675

2025 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-212 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის  26 თებერვლის №2-212 ბრძანებით (ვებგვერდი, 28/02/2024; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016855) დამტკიცებული  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს  ცვლილება და დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის  დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სოფლის მეურნეობისa და სოფლის განვითარების მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) დარგში არსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

დ) აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და უწყებებთან თანამშრომლობით;

ვ) წინასწარ შერჩეული აგროსასურსათო პროდუქციისთვის, არსებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით, ბაზრის ანალიზის განხორციელება. პროდუქციის წარმოების, საექსპორტო პოტენციალის, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და სხვა მონაცემების ანალიზი;

ზ) სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაცია და პროგრამების/ წინადადებების შემუშავება;

თ) მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის დარგების განვითარების მიზნით, პროგრამების/წინადადებების შემუშავება;

ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ან/და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების განვითარების მიზნით, პროგრამების/წინადადებების შემუშავება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;

მ) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის განხორციელების  მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წლის ბოლოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“;

 ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“

4. მე- 4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ეკონომიკური კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველო;

ბ) მემცენარეობის განვითარების სამმართველო;

გ) მეცხოველეობის განვითარების სამმართველო;

დ) მეთევზეობის განვითარების სამმართველო;

ე) სოფლის განვითარების სამმართველო.

 

მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. ეკონომიკური კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დარგის ან/და სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი და ანგარიშების მომზადება შესაბამისი პერიოდულობით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და უწყებებთან თანამშრომლობით;

გ) სამინისტროს ინფორმაციული საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განსახორციელებელი შერჩევითი და სხვა სახის გამოკვლევების დაგეგმვაში მონაწილეობა. გამოკვლევიდან მიღებული მონაცემების ანალიზი და ანგარიშების მომზადება შესაბამისი პერიოდულობით;

დ) ინფორმაციული საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შერჩევითი და სხვა სახის გამოკვლევების დაგეგმვაში მონაწილეობა, გამოკვლევის უზრუნველყოფა საჭირო მეთოდოლოგიით, გამოკვლევის სხვადასხვა ეტაპზე კოორდინაციის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში, გამოკვლევიდან მიღებული მონაცემების ანალიზი და ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი პერიოდულობით;

ე) წინასწარ შერჩეული აგროსასურსათო პროდუქციისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით ბაზრის ანალიზის განხორციელება; პროდუქციის წარმოების, საექსპორტო პოტენციალის, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციების და სხვა მონაცემების ანალიზი;

ვ) ერთიანი მონაცემთა ბაზების სისტემის განახლება, მართვა, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მონაცემებზე წვდომას, დამუშავებას და დარგობრივი მონაცემების შენახვას (ან დარგობრივი ანალიტიკური ანგარიშების/მონაცემთა ბაზების ბაზისური მონაცემების ბიბლიოთეკის შექმნა);

ზ) ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, დარგის განვითარებასთან დაკავშირებული შესაბამისი საპროგნოზო მაჩვენებლების მომზადება;

თ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ი) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის განხორციელების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. მემცენარეობის განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მემცენარეობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მემცენარეობის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების მიზნით, პროგრამების/წინადადებების შემუშავება;

გ) მემცენარეობის დარგში მექანიზაციის საშუალებებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;

ზ) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის განხორციელების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

3. მეცხოველეობის განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მეცხოველეობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მეცხოველეობის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების მიზნით, პროგრამების/წინადადებების შემუშავება;

 გ) მეცხოველეობის დარგში მექანიზაციის საშუალებებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;

ზ) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის განხორციელების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

4. მეთევზეობის განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მეთევზეობის დარგის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მეთევზეობის დარგის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება ან/და ჩამოყალიბებაში/სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;

გ) მეთევზეობის დარგის ცალკეული მიმართულებების განვითარების მიზნით, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) მეთევზეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზი და დარგის მდგრადი განვითარების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;

ზ) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის განხორციელების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

5. სოფლის განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სოფლის განვითარების მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების განვითარების მიზნით, პროგრამების/წინადადებების შემუშავება;

გ) სოფლის განვითარების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება ან/და ჩამოყალიბებაში/სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის განხორციელების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ვ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის განხორციელების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი