„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 108/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018743
108/ნ
22/10/2025
ვებგვერდი, 23/10/2025
040030000.22.022.018743
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №108/ნ 

2025 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით (სსმ, №93, 30.07.2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5.  გენერალური  დირექტორი

1. ფონდის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს გენერალური დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ერთი და იგივე პირი გენერალურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. გენერალური დირექტორი:

ა) წარმოადგენს ფონდს და მოქმედებს ფონდის სახელით;

ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ფონდის საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

დ)  განსაზღვრავს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

ვ) უფლებამოსილია ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას;“;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის სხვა თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

თ) ფონდის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;

კ) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;

ლ)  უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი;

მ) ფონდის მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მოიწვიოს ქართველი ან უცხოელი სპეციალისტები.

ნ) ფონდის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სამუშაო აღწერილობებს;

პ) უცხოურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ჟ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბენეფიციარზე ერთჯერადად) ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს;

რ) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადების საგრანტო კონკურსთან შესაბამისობის დადგენის, საგრანტო განაცხადების დაფინანსების, დაფინანსების შეჩერების, განახლების, პირობების ცვლილების, პროექტის დაფინანსების შეწყვეტის, ხარვეზის გამოვლენის, ხარვეზის გამოსწორების ვადების შესახებ;

ს) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანისა და ფონდის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;

ტ) ზრუნავს ფონდის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

უ) მონაწილეობს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;

ფ) ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიებს და სხვა სათათბირო ორგანოებს, განსაზღვრავს მათი მუშაობის წესს;

ქ) უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარ უფლებამოსილებათა დელეგირება გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე ან/და გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელზე.

ღ) ახორციელებს ამ წესდებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. გენერალური დირექტორი სამინისტროს მოთხოვნისთანავე შეიმუშავებს და წარადგენს ფონდის საქმიანობის ანგარიშს.

4. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე. მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფონდის საშტატო ნუსხით. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გენერალური დირექტორის წინაშე.

5. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

6. გენერალური დირექტორის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილეების შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ფონდის ერთ-ერთ თანამშრომელს.

7.  გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გენერალური დირექტორის ფუნქციათა შესრულება დაევალება გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ან ერთ-ერთ მოადგილეს, ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე. გენერალური დირექტორის მოადგილეების მიერ გენერალური დირექტორის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გენერალური დირექტორის ფუნქციათა შესრულება დაევალება ფონდის ერთ-ერთ თანამშრომელს, ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე.

8. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ფონდის თანამშრომლის ფუნქციად განსაზღვროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კორესპონდენციებზე ხელმოწერა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე