,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივლისის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 107/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018742
107/ნ
22/10/2025
ვებგვერდი, 23/10/2025
040030000.22.022.018742
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივლისის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №107/ნ

2025 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივლისის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივლისის №125/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/07/2024, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.018543) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) უფლებამოსილია, ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სააგენტოს ხელმძღვანელის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეების მიერ სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე