,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 106/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018741
106/ნ
22/10/2025
ვებგვერდი, 23/10/2025
430210000.22.022.018741
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №106/ნ

2025 წლის 22 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018262) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  ,,პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) უფლებამოსილია ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრის დირექტორის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის დირექტორის მოადგილე. ცენტრის დირექტორის მოადგილის მიერ ცენტრის დირექტორის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე