„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025359
465
20/10/2025
ვებგვერდი, 21/10/2025
300160070.10.003.025359
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №465

2025 წლის 20 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, ტიპის, დანიშნულების ან ამავე რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მახასიათებლის/ მონაცემის დადგენის მიზნით, გარდა ამავე რეგლამენტის მიზნებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ან/და მისი ტოლფასი სტანდარტების დადგენისა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:

ა) დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა;

ბ) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, მიმართოს ავტომობილის მწარმოებელს.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს სააგენტო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. სააგენტო გასცემს შესაბამის დასკვნას და სათანადო მონაცემებს/ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, დაინტერესებული პირის მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო კალენდარული დღე ემთხვევა უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის დღიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტომობილის მწარმოებლისგან შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღების დღიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე