დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება №1/162 სააპელაციო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 16/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სააპელაციო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
|
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდეს კონკურსი სააპელაციო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – 1 საშტატო ერთეული; ბ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 1 საშტატო ერთეული; გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – 1 საშტატო ერთეული; დ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 1 საშტატო ერთეული. 2. სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი დაიწყოს და გამოცხადებულ 4 ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიღებულ იქნეს 2025 წლის 17 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით. 3. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ორ ეროვნულ მაუწყებელს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვასილ მშვენიერაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები