დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 29/09/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.02(0).000.000032 |
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №598
1995 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
გამოჩენილი ქართველი მედიკოსის, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანგიოლოგის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქირურგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის, ვახტანგ გორგასლის ორდერის კავალერის ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ბოხუას სახელის უკვდავყოფის მიზნით:
1. ქალაქ თბილისის მერიამ უზრუნველყოს:
– ქ. თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ნოდარ ბოხუას სახელის მიკუთვნება;
– ნოდარ ბოხუას ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა;
– ნოდარ ბოხუას საცხოვრებელი სახლის მემორიალური დაფით შემკობა.
2. დაწესდეს ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ნოდარ ბოხუას სახელობის სტიპენდია.
3. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ:
– უზრუნველყოს აკადემიკოს ნოდარ ბოხუას მეუღლის შრომითი მოწყობა;
– გამოუყოს ნოდარ ბოხუას ოჯახს მსუბუქი ავტომანქანა.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის მოადგილე ზ. კერვალიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები