დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 990-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.018152 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 117-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) პარტიულ სიაში შეყვანილია ის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1201 მუხლი: „მუხლი 1201. პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან.“. 3. 141-ე მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) თუ ამ პირის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;“. 4. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. არ შეიძლება პარტიულ სიაში შეყვანილ იქნეს პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“. 5. 145-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი პირი ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1462 მუხლი: „მუხლი 1462. პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან.“. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1592 მუხლი: „მუხლი 1592. პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან.“. 8. 167-ე მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) მერობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 ოქტომბერი 2025 წ. N990-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები