„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025350
456
15/10/2025
ვებგვერდი, 15/10/2025
010240030.10.003.025350
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №456

2025 წლის 15 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 010240030.10.003.025025) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტი.“.

3.  მე-8 მუხლის:

ა) „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

მუხლი 151. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე