„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 16/10/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016386
244
16/10/2025
ვებგვერდი, 21/10/2025
310050000.54.066.016386
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №244

2025 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის №16 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/01/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016039) დამტკიცებულ „საჰაერო გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი  პირი, რომლის გადაადგილების შესაძლებლობა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას შეზღუდულია ფიზიკური ან ფსიქიკური დარღვევის ან სხვა მიზეზით და რომლის მდგომარეობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ზომებს იმ მომსახურებით სარგებლობის დროს, რომელიც განკუთვნილია მგზავრისათვის“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აეროპორტში ან საჰაერო ხომალდში ტრანსპორტირების დროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს გადაადგილების საშუალებების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლი ან გადაადგილების სხვა საშუალება) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს ზიანი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზიანის მიმყენებლის მიერ და, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორის/ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიერ დროებით მიეცეს ალტერნატიული საშუალებები.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჰაერო ხომალდში ჩასხდომა ლიფტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის  ეტლის და სხვა დამხმარე საშუალებების უზრუნველყოფით, საჭიროებისამებრ“;

„თ) საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლა ლიფტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის  ეტლის და სხვა დამხმარე საშუალებების უზრუნველყოფით, საჭიროებისამებრ;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი