დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 787 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 12/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.009.211 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.211
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №787
2006 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
,,თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №151, მუხ. 1371) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ცვლილება შევიდეს წესდების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და მის საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.“;
ბ) ამოღებულ იქნეს წესდებიდან მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი;
გ) ამოღებულ იქნეს წესდებიდან მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები