„ტექნიკური რეგლამენტის – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025344
450
13/10/2025
ვებგვერდი, 15/10/2025
300160070.10.003.025344
„ტექნიკური რეგლამენტის – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №450

2025 წლის 13 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2016  წლის 17  ნოემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/11/2016, 300160070.10.003.019574) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა კატეგორიის სურსათზე, მათ შორის:

ა) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათსა (რომლისთვისაც არ არის დადგენილი სპეციალური ნორმები) და მის შემადგენლობაზე, რომელიც განპირობებულია იმ მომხმარებელთა კვებითი მოთხოვნების თავისებურებებით, ვისთვისაც განკუთვნილია ეს სურსათი;

ბ) ახალი სახეობის სურსათსა და ახალი სახეობის სასურსათო ინგრედიენტებზე;

გ) გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე;

დ) საკვებდანამატებსა და არომატიზატორებზე;

ე) ავტორიზებულ (დაშვებულ) ენოლოგიურ პრაქტიკასა და პროცესებზე.“.

2. დანართი №2 ვიტამინების ფორმები და მინერალური ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელია დამატებულ იქნეს სურსათში ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1-ის შესაბამისად.

3. დანართ №3-ის − „ნივთიერებები, რომელთა გამოყენება სურსათში აკრძალულია, შეზღუდულია ან ექვემდებარება გამოკვლევას“ − „ნაწილი „ბ“ − შეზღუდული ნივთიერებები“ და „ნაწილი „გ“ – ნივთიერებები, რომლებიც ექვემდებარება გამოკვლევას“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ  №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 დანართი №1   

დანართი №2

                    ვიტამინების ფორმები და მინერალური ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელია დამატებულ იქნეს სურსათში      


 

 

დასახელება

ქიმიური ფორმები

1. ვიტამინები

ვიტამინი A

რეთინოლი

რეთინოლაცეტატი

რეთინოლპალმიტატი

ბეტა-კაროტინი

ვიტამინი D

ქოლეკალციფეროლი (D3)

ერგოკალციფეროლი (D2)

ვიტამინი E

 D-ალფა-ტოკოფეროლი

 DL-ალფა-ტოკოფეროლი

 D-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი

 DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი

 D-ალფა-ტოკოფეროლის მჟავის სუქცინატი

ვიტამინი K

ფილოქინონი (ფიტომენადიონი ) – (ვიტამინი K1 )

მენაქინონი* – (ვიტამინი K2 )

ვიტამინი B1

თიამინის ჰიდროქლორიდი

თიამინის მონონიტრატი

ვიტამინი B2

რიბოფლავინი

 ნატრიუმის რიბოფლავინ 5’ – ფოსფატი

ნიაცინი (ვიტამინი PP)

ნიკოტინის მჟავა

ნიკოტინამიდი

ნიკოტინმჟავის რიბოზიდის ქლორიდი

პანთოთენის მჟავა

კალციუმის D-პანთოთენატი

 ნატრიუმის D-პანთოთენატი

 დექსპანთენოლი

ვიტამინი B6

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

პირიდოქსინის 5’ – ფოსფატი

პირიდოქსინის დიპალმიტატი

ფოლის (ფოლიუმის) მჟავა

ფტეროილმონოგლუტამინის მჟავა

კალციუმ -L-მეთილფოლატი 

ვიტამინი B12

ციანოკობალამინი

ჰიდროქსოკობალამინი

ბიოტინი

D-ბიოტინი

ვიტამინი C

L – ასკორბინის მჟავა

ნატრიუმის L – ასკორბატი

კალციუმის L – ასკორბატი

კალიუმის L – ასკორბატი

L–ასკორბილ 6-პალმიტატი (ასკორბილპალმიტატი)

2. მინერალური ნივთიერებები

კალციუმი`

კალციუმის კარბონატი

 კალციუმის ქლორიდი

კალციუმის ციტრატ-მალატი (ვაშლისმჟავა კალციუმის ციტრატი)

 ლიმონმჟავა კალციუმის მარილები

კალციუმის გლუკონატი

 კალციუმის გლიცეროფოსფატი

კალციუმის ლაქტატი

ორთოფოსფორმჟავას კალციუმის მარილები

კალციუმის ჰიდროქსიდი

კალციუმის მალატი (ვაშლისმჟავა კალციუმი)

კალციუმის ოქსიდი

კალციუმის სულფატი

კალციუმის ფოსფორილირებული ოლიგოსაქარიდები (POs-Ca)

მაგნიუმი

მაგნიუმის აცეტატი

 მაგნიუმის კარბონატი

 მაგნიუმის ქლორიდი

ლიმონმჟავა მაგნიუმის მარილები (მაგნიუმის ციტრატები)

მაგნიუმის გლუკონატი

მაგნიუმის გლიცეროფოსფატი

ორთოფოსფორმჟავას მაგნიუმის მარილები

მაგნიუმის ლაქტატი

 მაგნიუმის ჰიდროქსიდი

 მაგნიუმის ოქსიდი

მაგნიუმ-კალციუმის ციტრატი

მაგნიუმის სულფატი

რკინა

რკინის (II) ბისგლიცინატი

რკინის (II) კარბონატი

რკინის (II) ციტრატი

რკინა-ამონიუმის ციტრატი

რკინის (II) გლუკონატი

რკინის (II) ფუმარატი

რკინა-ნატრიუმის დიფოსფატი

რკინის (II) ლაქტატი

რკინის (II) სულფატი

რკინა(II)-ამონიუმის ფოსფატი

რკინა(II)-ნატრიუმის ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა (EDTA)

რკინის დიფოსფატი (რკინის პიროფოსფატი)

რკინის საქარატი

ელემენტარული რკინა (კარბონილი+ელექტროლიტი+რედუცირებული წყალბადი)

რკინით გამდიდრებული რძის კაზეინატი

სპილენძი

 სპილენძის კარბონატი

 სპილენძის ციტრატი

 სპილენძის გლუკონატი

 სპილენძის სულფატი

 სპილენძ-ლიზინის კომპლექსი

იოდი

 ნატრიუმის იოდიდი

 ნატრიუმის იოდატი

 კალიუმის იოდიდი

 კალიუმის იოდატი

თუთია

 თუთიის აცეტატი

 თუთიის ბისგლიცინატი

 თუთიის ქლორიდი

 თუთიის ციტრატი

 თუთიის გლუკონატი

 თუთიის ლაქტატი

 თუთიის ოქსიდი

 თუთიის კარბონატი

 თუთიის სულფატი

მანგანუმი

 მანგანუმის კარბონატი

 მანგანუმის ქლორიდი

 მანგანუმის ციტრატი

 მანგანუმის გლუკონატი

 მანგანუმის გლიცეროფოსფატი

 მანგანუმის სულფატი

ნატრიუმი

 ნატრიუმის ბიკარბონატი

 ნატრიუმის კარბონატი

 ნატრიუმის ციტრატი

 ნატრიუმის გლუკონატი

 ნატრიუმის ლაქტატი

 ნატრიუმის ჰიდროქსიდი

 ორთოფოსფორმჟავა ნატრიუმის მარილი

 ნატრიუმის სელენატი

 ნატრიუმის სელენიტი

ნატრიუმის ერთჩანაცვლებული სელენიტი

 ნატრიუმის ფტორიდი

 ნატრიუმის სელენიტით (სელენით) გამდიდრებული საფუარი**

კალიუმი

კალიუმის ფტორიდი

კალიუმის ბიკარბონატი

 კალიუმის კარბონატი

 კალიუმის ქლორიდი

 კალიუმის ციტრატი

 კალიუმის გლუკონატი

 კალიუმის გლიცეროფოსფატი

 კალიუმის ლაქტატი

 კალიუმის ჰიდროქსიდი

 ორთოფოსფორმჟავას კალიუმის მარილი

ქრომის მარილები

ქრომის (III) ქლორიდი და მისი ჰექსაჰიდრატი

ქრომის (III) სულფატი და მისი ჰექსაჰიდრატი

ქრომის პიკოლიტანი

ქრომის (III) სამჩანაცვლებული ლაქტატი

მოლიბდენი

ამონიუმის მოლიბდატი (მოლიბდენ (VI))

ნატრიუმის მოლიბდატი (მოლიბდენ (VI))

ბორის მარილები

ბორის მჟავა

ნატრიუმის ბორატი.“.

 

 1. *მენაქინონი ძირითადად არსებობს მენაქინონი – 7-ისა და უმნიშვნელოდ, მენაქინონი 6-ის სახით.

2. **სელენით გამდიდრებული საფუარი. სელენის წყაროდ გამოიყენება ნატრიუმის სელენიტი, რომლის შემცველობა ბაზარზე განთავსებისთვის მზად მშრალ საფუარში შეიძლება იყოს არაუმეტეს 2,5 მგ Se/გ-ში. საფუარში არსებული ორგანული სელენიდან უპირატესი შემცველობა აქვს სელენმეთიონინს (60%-85% საფუარში სელენის საერთო შემცველობის). სელენის სხვა ორგანული ნაერთების, მათ შორის, სელენცისტეინის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სელენის საერთო რაოდენობის 10%-ს. არაორგანული სელენის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სელენის საერთო რაოდენობის 1%-ს.“.

 

 

დანართი №2

 

ნაწილი „“ − შეზღუდული ნივთიერებები:

 

შეზღუდული ნივთიერებები

გამოყენების პირობები

დამატებითი მოთხოვნები

მონაკოლინები − მიღებული ბრინჯის წითელი საფუვრით ფერმენტაციით

 

პროდუქტის ყოველდღიური მოხმარების ინდივიდუალური ულუფა (პორცია) უნდა შეიცავდეს 3-მგ-ზე ნაკლებ ბრინჯის წითელი საფუვრით (ფერმენტაციით) მიღებულ მონაკოლინებს.

ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს პროდუქტის სადღეღამისო მოხმარების ინდივიდუალური ულუფების (პორციების) მაქსიმალური რაოდენობა, ასევე გაფრთხილება, რომ დაუშვებელია დღე-ღამეში 3 მგ ან 3 მგ-ზე მეტი ბრინჯის წითელი საფუვრით (ფერმენტაციით) მიღებული მონაკოლინების მოხმარება.

 

ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ერთ ულუფაში (პორციაში) მონაკოლინების რაოდენობის შესახებ.

ეტიკეტი უნდა მოიცავდეს გაფრთხილებებს:

„არ უნდა მიირთვან ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და 70 წელზე უფროსი ასაკის პირებმა“;

 

„ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის შემთხვევაში, ამ პროდუქტის მოხმარებამდე მიმართეთ ექიმს“;

 

„არ უნდა მიირთვათ, თუ იღებთ ქოლესტერინის დამწევ მედიკამენტებს“;

 

„არ უნდა მიირთვათ, თუ უკვე მოიხმართ წითელი საფუვრით ფერმენტირებული ბრინჯის შემცველ სხვა პროდუქტებს“.

მწვანე ჩაის ექსტრაქტებირომლებიც შეიცავს     (-) - ეპიგალოკატექინ - 3 -გალატს

 

 

 

პროდუქტის ყოველდღიური მოხმარების ინდივიდუალური ულუფა (პორცია) უნდა შეიცავდეს 800 მგ-ზე ნაკლებ       (-) - ეპიგალოკატექინ - 3 -გალატს

 

ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს პროდუქტის სადღეღამისო მოხმარების ინდივიდუალური ულუფების (პორციების) მაქსიმალური რაოდენობა ასევე გაფრთხილება, რომ დაუშვებელია დღე-ღამეში 800 მგ ან 800 მგ-ზე მეტი (-) - ეპიგალოკატექინ - 3 -გალატის მოხმარება.

 

ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ერთ ულუფაში (პორციაში) (-) - ეპიგალოკატექინ - 3 -გალატის რაოდენობის შესახებ.

 

ეტიკეტი უნდა მოიცავდეს გაფრთხილებებს:

„არ მიირთვათ, თუ იმავე დღეს ერთდროულად მოიხმართ მწვანე ჩაის შემცველ სხვა პროდუქტებსაც“;

 

„არ უნდა მიირთვან ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა“;

 

„არ მიირთვათ უზმოზე“.

ტრანსცხიმი

ტრანსცხიმი, გარდა ცხოველური წარმოშობის ცხიმებში ბუნებრივად არსებული ტრანსცხიმებისა
 

არაუმეტეს 2 გრამი ყოველ 100 გრამ ცხიმზე სურსათში, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებილისათვის და საცალო ვაჭრობაში განთავსებისთვის

 

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ამარაგებენ სხვა ბიზნესოპერატორებს სურსათით, რომელიც არ არის განკუთვნილი საბოლოო მომხმარებლის ან საცალო ვაჭრობისათვის, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ბიზნესოპერატორებისათვის ტრანსცხიმების შესახებ, რომელთა რაოდენობა 100 გ ცხიმში აღემატება 2 გრამს, გარდა ცხოველური წარმოშობის ცხიმებში ბუნებრივად არსებული ტრანსცხიმებისა.

 

დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი შეიცავდეს ტრანსცხიმს.“;

 

ნაწილი „“ – ნივთიერებებირომლებიც ექვემდებარება გამოკვლევას:

კასია სენას (Cassia senna L.) ფოთლის ან ნაყოფის პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ჰიდროქსიანთრაცენის წარმოებულებს;

მონაკოლინები − მიღებული ბრინჯის წითელი საფუვრით ფერმენტაციით;

მწვანე ჩაის ექსტრაქტები, რომლებიც შეიცავს (-) - ეპიგალოკატექინ - 3 - გალატს;

რამნუს ფრანგულას და რამნუს პურსიანას (Rhamnus frangula L., Rhamnus purshiana DC). ქერქისგან მიღებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ჰიდროქსიანთრაცენის წარმოებულებს; 

რეუმ პალმატუმის, რეუმ ოფიცინალე ბაილონის (Rheum palmatum L., Rheum officinale Baillon) და მათი ჰიბრიდების ფესვისა და ფესურას პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ჰიდროქსიანთრაცენის წარმოებულებს.“.