დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პრივატიზებას დაქვემდებარებულ ობიექტთა ნუსხის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 826 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/12/1994 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 30/12/1994 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000170.02(0).000.000843 |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №826 1994 წლის 2 დეკემბერი ქ. თბილისი |
პრივატიზებას დაქვემდებარებულ ობიექტთა ნუსხის შესახებ
|
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 27 სექტემბრის №209 განკარგულების მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს ცნობად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 სექტემბრის №664 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის იმ სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის შესახებ, რომლებიც პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ამ ეტაპზე არ ექვემდებარებიან პრივატიზებას“. 2. დაემატოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 სექტემბრის №664 დადგენილების დანართს იმ სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა. რომლებიც პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ამ ეტაპზე არ ექვემდებარებიან პრივატიზებას (დანართი № 1). 3. ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 სექტემბრის №644 დადგენილებიდან ობიექტები დანართის შესაბამისად (დანართი № 2). 4. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის იმ სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა, რომელთა სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მათი აქციების 51 პროცენტი დროებით რჩება სახელმწიფო საკუთრებაში (დანართი № 3). 5. სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 27 სექტემბრის №209 განკარგულების მოთხოვნების შესაბამისად გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 7 დეკემბრის №865 და 1994 წლის 16 მარტის №151 დადგენილებები. 6. სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 და 31 ივლისის № 241 ბრძანებულებების შესაბამისად დამტკიცდეს იმ სახელმწიფო საწარმოთა და ობიექტთა ნუსხა, რომელთაც დროებით არ ეხებათ პირდაპირი მიყიდვის წესი: 6.1. სიღნაღის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა, მასში სიღნაღის რაიონული სამმართველოს განსათავსებლად. 6.1.2. ქ. წნორის „ჰიგიენის სახლი“. მასში საავადმყოფოს განსათავსებლად. 6.2. ხარაგაულის რაიონის სოფელ სარგვეშის საყოფაცხოვრებო მომსახურების 3-ადგილიანი კაბინეტი, მასში სასოფლო ბიბლიოთეკის განსათავსებლად. 6.3. დაევალოს შესაბამის ადგილობრივ მმართველობის ორგანოებს შექმნან ზემოაღნიშნულ ობიექტებში სალიკვიდაციო კომისიები რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
(დანართი №1) სახელმწიფო საწარმოთა და ობიექტთა დამატებითი ნუსხა, რომლებიც პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად არ ექვემდებარებიან პრივატიზებას
(დანართი № 2) საქართველოს რესპუბლიკის იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც ამოღებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 სექტემბრის № 664 დადგენილების დანართიდან
(დანართი № 3) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა, რომელთა სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მათი აქციების 51% დროებით რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები