დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-13. 13252823 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.138.016020 |
|
ახალციხის
მუნიციპალიტეტის
ქალაქ ვალეში
მდებარე
სახელწოდების
არმქონე
ქუჩისათვის
სახელის
მინიჭების
თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალეში სიმონ კაკაჩიშვილის სახელობის ქუჩის, რომელსაც არ აქვს ქუჩისათვის აუცილებელი ძირითადი მახასიათებელი – ერთი დასაწყისი და ერთი დასასრული წერტილი, ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით დაყოფილ სხვადასხვა მიმართულებებს ეწოდოს სიმონ კაკაჩიშვილის სახელობის ქუჩის პირველი შესახვევი და მეორე შესახევევი და პირველი ჩიხი და მეორე ჩიხი – თანდართული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად. 2. განკარგულება, რეაგირებისათვის, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს: ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები