დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 12/01/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000190.02(0).000.000874 |
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №6
1995 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის რაიონების აზერბაიჯანული მოსახლეობის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროსთან, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, და შეიქმნას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალი. განესაზღვროს მას მისაღები კონტინგენტი 150 კაცის ოდენობით, მათ შორის დასწრებული სწავლების ფორმაზე – 75 კაცი. დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილ ასიგნებათა ხარჯზე.
2. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალი განთავსდეს ქ. მარნეულის სასოფლო-სამეურნეო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობაში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები