დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე ცენტრალური სპორტული მოედნისთვის (საკადასტრო კოდი 54.13.51.027 ) ვახტანგი რეხვიაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-93. 93252792 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.167.016035 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-93.93252792
2025 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე ცენტრალური სპორტული მოედნისთვის (საკადასტრო კოდი 54.13.51.027) ვახტანგ რეხვიაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1
მიენიჭოს ვახტანგ რეხვიაშვილის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე ცენტრალურ სპორტულ მოედანს (საკადასტრო კოდი: 54.13.51.027), თანდართული რუკის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.
მუხლი 4
განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.
საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები