აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 04/01/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000619
1
04/01/1994
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
000000430.02(0).000.000619
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №1

1994 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (ქ. ბაქო).

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთან სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელთან ერთად შეიმუშაოს და წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                   ო. ფაცაცია