დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან თემქის დასახლების მე-4 მიკრორაიონში თბილისის რკინიგზის №70 ბაგა-ბაღის ამოღებისა და ფირმა „თბილმეტრომშენის“ ბალანსზე გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 260 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 05/05/1994 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 31/05/1994 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000170.02(0).000.000689 |
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №260
1994 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან თემქის დასახლების მე-4 მიკრორაიონში თბილისის რკინიგზის №70 ბაგა-ბაღის ამოღებისა და ფირმა „თბილმეტრომშენის“ ბალანსზე გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კაბინეტი ადგენს:
დაკმაყოფილდეს ფირმა „თბილმეტრომშენის“ თხოვნა და ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ თემქის დასახელების მე-4 მიკრორაიონში სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული თბილისის რკინიგზის №70 ბაგა-ბაღი ამოღებულ იქნეს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან და გადაეცეს ბალანსიდან ბალანსზე ფირმა „თბილმეტრომშენს“ შემდგომში მისთვის აღმზრდელობითი ფუნქციის შენარჩუნებით.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები