,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016552
18
07/10/2025
ვებგვერდი, 08/10/2025
010250050.35.164.016552
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2025 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ყვარელი

 

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილებაში „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2025) სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.164.016533), კერძოდ:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) მებრძოლთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ფინანსური დახმარება 350 ლარის ოდენობით, ხოლო როდესაც  გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახი ან ახლობელი, ვინც იზრუნებს სარიტუალო მომსახურებაზე, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.

ა) ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;

ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) როდესაც გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახი ან ახლობელი, ვინც იზრუნებს სარიტუალო მომსახურებაზე,  დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ.გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ბ.დ) გარდაცვალების მოწმობა;

ბ.ე) როდესაც გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახი ან ახლობელი, ვინც იზრუნებს სარიტუალო მომსახურებაზე, განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, ასევე სიღატაკეში ან/და კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროების დაკმაყოფილება. ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის და ოჯახის გაძლიერების მიზნით განსაზღვრულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება, წელიწადში არაუმეტეს 4000  (ოთხი ათასი) ლარისა, ოჯახში  ბავშვთა რაოდენობისა და სოციალური პირობების გათვალისწინებით (კომისიის გადაწყვეტილებით).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარი ბუჯიაშვილი