დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 180, 18/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.001.186 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №241
2008 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №33, მუხლი 330) დამტკიცებულ მეთოდოლოგიაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 3. სამომხმარებლო ინდექსის გამოთვლა
შინამეურნეობის ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
- C01
სადაც:
L – არის კოეფიციენტი*;
C1 – სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი;
C2 – სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი;
C3 – არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი;
C4 – შემოსავლების ინდექსი;
C5 – ხარჯების ინდექსი;
C6 – დემოგრაფიული ინდექსი;
C7 – განათლებისა და ჩვევების ინდექსი;
C8 – ბინის (საცხოვრებელი პირობების) ინდექსი;
C9 – ტერიტორიული ინდექსი;
C10 – ინტერვიუერის ინდექსი;
C0 – უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარებისა და დევნილის ყოველ-თვიური შემწეობის ინდექსი;
C01 – საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის ყოველთვიური თანხის ოდენობის ინდექსი.“.
მუხლი 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ამ დადგენილების პირველი მუხლით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით უზრუნველყოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ყველა იმ ოჯახის (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება (გადათვლა), რომელთა „ოჯახის დეკლარაციის“ შევსება განხორციელდა 2008 წლის 28 ივლისიდან. ამ მუხლით გათვალისწინებულ ოჯახებზე მიზნობრივი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) გაცემა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტის (შეჩერების) თვიდან და ანაზღაურდეს მიუღებელი პერიოდიც.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 17 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები