„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017596
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1111
02/10/2025
ვებგვერდი, 02/10/2025
040030000.22.027.017596
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/10/2025 - 31/10/2025)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1111

2025 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.02.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016997) დამტკიცებულ ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ყ“ და „ყ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

1) გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ შესაბამისი კატეგორიის (აღინიშნება როგორც: „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“) გათვალისწინებით სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის:

1.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;

1.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;

1.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ხოლო აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები. ადგილზე მომსახურების განხორციელებისას, სააგენტოს თბილისის, იმერეთის და აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესი მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განსაზღვრულია მოწმობების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი მოწმობის სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები, გათვალისწინებული პრინციპის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება:

ა) დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან;

ბ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 3 ნოემბრიდან;

გ) დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია