„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017599
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1114
02/10/2025
ვებგვერდი, 02/10/2025
010130000.22.027.017599
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/10/2025 - 31/10/2025)

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1114

2025 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოქალაქეობა – ამ გრაფაში აღინიშნება იმ ქვეყნის სახელწოდება, რომლის მოქალაქეზეც გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, გრაფაში ჩაიბეჭდება სიტყვა: „არმქონე“. თუ პირი ფლობს ბინადრობის ნებართვას და არ დგინდება მისი მოქალაქეობა, ბინადრობის მოწმობის გაცემისას გრაფაში მიეთითება: „უცნობია“. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში „მოქალაქეობა“ აღინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) QR კოდი – კოდი, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია;

კ) სქესი – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში – „სქესი“ – აღინიშნება პირის სქესი „მდედრობითი“ ან „მამრობითი“ ჩანაწერის შემოკლებული ფორმით: „მდ.“ ან „მმ.“.“;

ბ) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორწევრიანი ან მრავალწევრიანი (კომპონენტიანი) სახელის/გვარის შემთხვევაში, დასაშვებია ყველა წევრის (კომპონენტის) შემოკლება.

3. ორწევრიანი ან მრავალწევრიანი (კომპონენტიანი) სახელის/გვარის შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღინიშნოს სახელის/გვარის ყველა წევრის (კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

4. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორწევრიან ან მრავალწევრიან სახელში/გვარში რომელი წევრი (კომპონენტი) შემოკლდეს და რამდენად.“.

2. 311 და 312 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 311. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით

1. თუ პირი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ, რომლის გადამოწმება (ხელმისაწვდომობა) შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესაძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით.

2. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის QR კოდის მეშვეობით გადამოწმება შესაძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების/სტატუსის მოქმედების პერიოდში, სანამ პირს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება/შეუწყდება.

მუხლი 312. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. თუ გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდით სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და მისი მფლობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, ამ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და QR კოდით ხელმისაწვდომობის მოთხოვნით პირმა უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს ამ წესის 28-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში გადაამოწმოს ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3. დაინტერესებულ პირს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ასახვაზე უარი უნდა ეთქვას, თუ:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია პირის შესახებ;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირი არ არის რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, პირს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს;

დ) შეჩერებულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება.

4. სააგენტო სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვასა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. 313 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისას წარადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) და აღნიშნული სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აისახება ინფორმაცია გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ შესაბამისი კატეგორიის გათვალისწინებით (აღნიშვნა: „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“; „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“), რომლის ხელმისაწვდომობა/გადამოწმება შესაძლებელი იქნება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით. გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადით/პერიოდში.“.

4. 31​4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 314. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. თუ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა არ შეიცავს (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას და მისი მფლობელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) და არ აქვს შეჩერებული/შეწყვეტილი აღნიშნული სტატუსი, ამ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და QR კოდით ხელმისაწვდომობის (გადამოწმების) უზრუნველყოფის მოთხოვნით პირს შეუძლია უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს ამ წესის 28-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარი უნდა ეთქვას, თუ:

ა) განმცხადებელი არ წარადგენს ამ წესის 313 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ);

ბ) უფლებამოსილ ორგანოში არ იძებნება ინფორმაცია პირის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

გ) პირს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი;

დ) შეჩერებულია მასზე გაცემული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება.

3. ამ მუხლის შესაბამისად პერსონალიზებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა დაინტერესებულ პირს გადაეცემა ამ წესის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადით/პერიოდში.

5. სააგენტო გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვასა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

5. 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (შემდგომში – ბიომეტრიული პასპორტი). სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პასპორტი შეიძლება გასცენ თითის ანაბეჭდის და ელექტრონული მატარებლის გარეშე, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისაგან თითის ანაბეჭდის აღება.

4. პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემა შესაძლებელია საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, თუ მასზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მის მიერ პასპორტის მისაღებად ნების გამოხატვა და მისგან თითის ანაბეჭდის აღება შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.“.

6. 39-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თითის ანაბეჭდის და ელექტრონული მატარებლის გარეშე პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი;

ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი;

ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;

ზ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.“.

7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

„მუხლი 411. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი

1. თუ პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით, რაც გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორწევრიანი ან მრავალწევრიანი (კომპონენტიანი) სახელის/გვარის შემთხვევაში, დასაშვებია სახელის/გვარის ყველა წევრის (კომპონენტის) შემოკლება.

2. პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში ორი ან მრავალწევრიანი სახელის/გვარის შემთხვევაში შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელის/გვარის ყველა წევრის (კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც აღინიშნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ სახელში/გვარში რომელი წევრი (კომპონენტი) შემოკლდეს და რამდენად შემოკლდეს.

4. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა  და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას დასაშვებია სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერის შემოკლება.

5. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული თავისებურებებისა, პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში სხვა რეკვიზიტები მიეთითება/ივსება ამ წესის 31-ე მუხლის შესაბამისად.“.

8. 48-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„3. თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა/ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის (ბინადრობის) ახალი მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის ნიმუშის და თითის ანაბეჭდის ხელმეორედ გამოყენება (ასეთის საჭიროებისას) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია, თუ:

ა) განცხადება დადასტურებულია დაინტერესებული პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;

ბ) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ხოლო განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„5. თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა/ბიომეტრიული პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება, პირმა ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შესაძლებელია წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, თუ:

ა) განცხადება დადასტურებულია დაინტერესებული პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;

ბ) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე, რომელთა საფუძველზეც პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის პერსონალიზაცია ამ ბრძანების ამოქმედებამდე არ განხორციელებულა, საქმისწარმოება დასრულდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესი მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, რომლითაც განისაზღვრება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი მოწმობის სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირადობის ელექტრონული, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, ასევე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.  ეს ბრძანება დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, ასევე ბიომეტრიული პასპორტის,  სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან.

3. ეს ბრძანება პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 3 ნოემბრიდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია