დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 776 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 12/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.009.200 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.200
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის
ბრძანება №776
2006 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი
,,საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №47 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №50, მუხ. 408) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე.“;
ბ) ამოღებულ იქნეს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები