სსიპ ქალაქ თელავის №2 საჯარო სკოლისათვის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018738
103/ნ
02/10/2025
ვებგვერდი, 06/10/2025
040030000.22.022.018738
სსიპ ქალაქ თელავის №2 საჯარო სკოლისათვის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
სსიპ ქალაქ თელავის №2 საჯარო სკოლისათვის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №103/ნ

2025 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ქალაქ თელავის №2 საჯარო სკოლისათვის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქალაქ თელავის №2  საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

2

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თელავის №2 საჯარო სკოლა

ქ. თელავი, თამარის ქ. 61

დაწ-საბ-საშ

.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე