დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 15/01/1994 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000430.02(0).000.000630 |
|
სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკასა და სირიას, ლიბანსა და იორდანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში (ქ. დამასკო). 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშაოს და წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ა. მარგიანი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები