თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 15/01/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000629
33
15/01/1994
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
000000430.02(0).000.000629
თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №33

1994 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკასა და თურქმენეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა თურქმენეთის რესპუბლიკაში (ქ. აშხაბათში).

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელთან ერთად შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ა. მარგიანი