,,საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 27 ივნისის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 037
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 30/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016165
037
30/09/2025
ვებგვერდი, 01/10/2025
110060000.70.082.016165
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 27 ივნისის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №037

2025 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 27 ივნისის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 27 ივნისის №010 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016138) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ყოველი წლის იანვარში გენერალურ პროკურორს წარუდგენს  გასული წლის ანგარიშს, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე