„საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №023 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 039
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 30/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016167
039
30/09/2025
ვებგვერდი, 01/10/2025
110060000.70.082.016167
„საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №023 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №039

2025 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №023 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №023 ბრძანებით  (ვებგვერდი, 06/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016035) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ყოველი წლის იანვარში, გენერალურ პროკურორს წარუდგენს  გასული წლის ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე