,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 051
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 30/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060070.70.082.016179
051
30/09/2025
ვებგვერდი, 01/10/2025
110060070.70.082.016179
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №051

2025 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 110060070.70.082.016061) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) ყოველი წლის იანვარში, გენერალურ პროკურორს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“;

ბ) ,,ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე