,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 052
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 30/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016180
052
30/09/2025
ვებგვერდი, 01/10/2025
110060000.70.082.016180
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №052

2025 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №010 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016022) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ყოველი წლის იანვარში, გენერალურ პროკურორს წარუდგენს  გასული წლის ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე წინადადებებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებისა და პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“;

ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე