„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025328
434
30/09/2025
ვებგვერდი, 01/10/2025
300160070.10.003.025328
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №434

2025 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის:

1. 28-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის (აქტის) რეკვიზიტები, გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დაკარგული/დაზიანებული/გაუქმებული ფირნიშის ნომერი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერა;“.

2. 28-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში შეცდომა აღმოჩენილ იქნა  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში შეტანის შემდეგ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი არ გაუქმდება. შესაბამის ფირნიშის ნომერს ელექტრონულად მიენიჭება სტატუსი (დაკარგული/ დაზიანებული/გაუქმებული) და მის ნაცვლად, დადგენილი წესით, გაიწერება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც დადგენილ ვადაში აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (გაუქმებული/ დაკარგული/დაზიანებული) ფირნიშის საფუძველზე, ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაწერისას, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში ჩაიწერება ახალი ხე-ტყით მოსარგებლის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე შეცდომა დაშვებულია ელექტრონულ სისტემაში შეტანილ ინფორმაციაში, შეცდომის გასწორება უნდა მოხდეს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე, „შეცდომის გასწორების“ უწყისიდან.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე