“სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-653
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 410030000.22.023.016943
2-653
22/10/2025
ვებგვერდი, 23/10/2025
410030000.22.023.016943
“სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-653

2025 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბრის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ:


მუხლი 1

„სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების  წესის  შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბრის №2-1528 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, სარეგისტრაციო კოდი: 410030000.22.023.016694, 08/11/2021) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), გეგმის დასამტკიცებლად წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვედზე განთავსებას.

2. გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან სააგენტოს წარუდგინონ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს, რის შემდეგაც 5 კალენდარული დღის ვადაში აწყობს განხილვას დაინტერესებული პირების და გეგმის შემმუშავებელი პირების მონაწილეობით.

4. სააგენტო გეგმას, შენიშვნების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამტკიცებს მისი წარდგენიდან 45 კალენდარული დღის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია შენიშვნების გაგზავნიდან (ჩაბარებიდან) სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ზემოაღნიშნული შენიშვნების სრულად  გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმა. განხილვის პროცესში წარმოშობილი სხვა დამატებითი შენიშვნების გაუთვალისწინებლობა, რომელიც არ არის არსებითი (ამ ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად) მართვის გეგმიდან გამომდინარე, არ იწვევს გეგმის ხელახალი განხილვის საჭიროებას.

5. აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, შესაძლებელია გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. სააგენტოს მიერ გეგმის დასამტკიცებლად ადმინისტრაციული წარმოების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი