დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100030010.22.034.017630 |
|
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და პენიტენციური კოდექსის 411 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის თანდართული წესი.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) მყოფი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტითა და პენიტენციური კოდექსის 41 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის განმარტების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომ – სამინისტრო) და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესს (შემდგომ – წესი). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტება 1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირი წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, №1 დანართის შესაბამისად განუმარტავს (აწვდის ინფორმაციას): ა) სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ; გ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ხოლო მისი ასლი გადაეცემა უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს. მუხლი 4. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა 1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, ხოლო შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით − აგრეთვე სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვა მოთხოვნილი უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საერთაშორისო დაცვის პირადად მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება მის განცხადებას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. 4. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის/პირებისთვის უზრუნველყოფს იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის, დოკუმენტების, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტის (მისი არსებობის შემთხვევაში), ასლების გაგზავნას. 5. თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ანკეტირების ან/და გასაუბრების განხორციელების მიზნით პენიტენციური დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის/პირების უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან იმ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, შეხვედრის ორგანიზებას. 6. თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ანკეტირების ან/და გასაუბრების შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ან/და გასაუბრება ფიქსირდება ხმის ჩამწერ მოწყობილობაზე. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულებაში შეიტანოს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რის თაობაზეც, წინასწარ წერილობით ეცნობება შესაბამის პენიტენციურ სამსახურს. მუხლი 5. ინფორმაციის მიწოდება 1. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, გათავისუფლების თარიღს. 2. პენიტენციური დაწესებულება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აწვდის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები