დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1060 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 07/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.020.22.034.009.195 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.009.195
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1060
2006 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №52, მუხ. 567) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო;“.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“ ,,ნ“, ,,ო“, ,,ძ“, ,,ჭ“, ,,ხ“, ,,ჯ“, ,,ჰ“, ,,ჰ1 “ და ,,ჰ2 “ ქვეპუნქტებით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები