„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017400
113
06/10/2025
ვებგვერდი, 06/10/2025
120000000.22.026.017400
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს    თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №113

2025 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/11/2023; სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017146)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,, და ,, ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, თავდაცვის გეგმით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის რაიონებში სპეციალური ოპერაციების ჩატარება;

ბ) გაერთიანებული (ერთობლივი) ოპერაციების პროცესში მონაწილეობა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ტ) კანონმდებლობის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

) ,,..“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ე.ი) უზრუნველყოფს სამშვიდობო ოპერაციებისთვის შერჩეული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების პროცესის მხარდაჭერას;“;

) ,,.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.თ) მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

) ,,.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.დ) მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

) ,,.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.დ) მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

) ,,.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.გ) მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“.

4. მე-5 მუხლის:

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სარდლის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს სარდლის მოადგილე ან სარდლობის შტაბის უფროსი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში სარდლობის სამხედრო მოსამსახურე.“;

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი/მეთაური, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სარდლობის სტრუქტურული ერთეულის უფროსის/მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს სარდლობის მოსამსახურე.“;

) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ქვედანაყოფის მეთაურის/უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი